გაკვეთილის თემა | ,,მობილური ტელეფონები სკოლაში“ |
გაკვეთილის სასწ. მოზნები და ამოცანები |
- მოსწავლემ უნდა შესძლოს საუბრის წარმართვა როლურ ან რეალურ სიტუაციებში. სწორედ უნდა გამოიყენოს ტემატური ლექსიკა, მიმართოს სხვადასხვა ლექსიკა-გრამატიკულ ფორმებს; - ისწავლოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და წარმართვა, დასაბუთება; - ისწავლოს ტექსტის შინაარსის გადმოცემა და მისი ანალიზი; - პრეზენტაციის გაკეთება; - თანამშრომლობა ჯგუფურ სამუშაოებში; - კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება და მისი სწორად გამოყენება; - სხვისი აზრის მოსმენა და საკუთარის გამოხატვა პრეზენტაციისა და დისკუსიისას; - სხვისი სამუშაოების ობიექტურად შეფასება |
კლასის ორგანიზება. აქტივობები | - მასწავლებელი მოსწავლეებს მისთვის საინტერესო თემაზე პრეზენტაციის მომზადებას სთავაზობს. - მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დებატებში მონაწილეობა, მოსაზრების გამოთქმა, გადაწყვეტილების განსჯა, დასკვნების გამოტანა, რჩევების მიცემა საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად. |
სწავლის შედეგები |
უცხ. ს.V 4 - შედეგი: ამოიცნობს მთავარ თემას, აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუტართან, ამის საფუძველძე გამოაქვს დასკვნები; უცხ. ს.V 5 - შედეგი: ამოიცნობს პუბლიკაციის მიზანს, განსხვავებულ ასპექტებს, რომლითაც პრობლემა განიხილება; უცხ. ს.V 21 - წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსებს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქვამს, საკვანძო სიტყვებს. აანალიზებს იმ ფაქტორებს, რამაც ხელი შეუწყო მის წარმატებას, ან გამოიწვია წარუმატებლობა. ზეპირი გამოსვლისას, მასწავლებელთან ერთად ისახავს გამოსწორების გეგმას. |
შეფასების კრიტერიუმები | - ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან; - ინფორმაციის შესაბამისობა კვლევის მიზნებთან; - ინფორმაციის ორგანიზება | 1-5 ქულა | 6-7 ქულა | 8-10 ქულა |
გამოიყენა მხოლოდ სახელმძღვანელო | გამოიყენა 2 წყარო | ყველა რესურსი ამოწურა |
ვერ ხედავს კავშირს თემასა და წყაროს შორის | ხედავს, მაგრამ უჭირს წყაროდან ამოწერა | ყველაფერს ართმევს თავს |
არ შეუძლია | კლასის წინაშე ვერ წარადგენს | ლოგიკურად დაალაგებს აზრს, გააკეთბს დასკვნას, კარგად წარმოადგენს |
მენეჯმენტი, რესურსები | სახელმძღვანელო, კალამი, ფურცელი, კომპიუტერი, მასწავლებელი, მოსწავლეები |