გაკვეთილი თემაზე: ,,მობილური ტელეფონები სკოლაში“

რუსული ენა
პედაგოგი: ლელა ესიავა
31. 01. 2012 წ
გაკვეთილის თემა
,,მობილური ტელეფონები სკოლაში“
გაკვეთილის სასწ. მოზნები და ამოცანები

-          მოსწავლემ უნდა შესძლოს საუბრის წარმართვა როლურ ან რეალურ სიტუაციებში. სწორედ უნდა გამოიყენოს ტემატური ლექსიკა, მიმართოს სხვადასხვა ლექსიკა-გრამატიკულ ფორმებს;
-          ისწავლოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და წარმართვა, დასაბუთება;
-          ისწავლოს ტექსტის  შინაარსის გადმოცემა და მისი ანალიზი;
-          პრეზენტაციის გაკეთება;
-          თანამშრომლობა ჯგუფურ სამუშაოებში;
-          კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება და მისი სწორად გამოყენება;
-          სხვისი აზრის მოსმენა და საკუთარის გამოხატვა პრეზენტაციისა და დისკუსიისას;
-          სხვისი სამუშაოების ობიექტურად შეფასება
კლასის ორგანიზება. აქტივობები
-          მასწავლებელი მოსწავლეებს მისთვის საინტერესო თემაზე პრეზენტაციის მომზადებას სთავაზობს.
-          მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დებატებში მონაწილეობა, მოსაზრების გამოთქმა, გადაწყვეტილების განსჯა, დასკვნების გამოტანა, რჩევების მიცემა საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.
სწავლის შედეგები

უცხ. ს.V  4 - შედეგი: ამოიცნობს მთავარ თემას, აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუტართან, ამის საფუძველძე გამოაქვს დასკვნები;
უცხ. ს.V  5 - შედეგი: ამოიცნობს პუბლიკაციის მიზანს, განსხვავებულ ასპექტებს, რომლითაც პრობლემა განიხილება;
უცხ. ს.V  21 - წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსებს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქვამს, საკვანძო სიტყვებს. აანალიზებს იმ ფაქტორებს, რამაც ხელი შეუწყო მის წარმატებას, ან გამოიწვია წარუმატებლობა. ზეპირი გამოსვლისას, მასწავლებელთან ერთად ისახავს გამოსწორების გეგმას.
შეფასების კრიტერიუმები
-            ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან;
-            ინფორმაციის შესაბამისობა კვლევის მიზნებთან;
-            ინფორმაციის ორგანიზება
1-5 ქულა
6-7 ქულა
8-10 ქულა
გამოიყენა მხოლოდ სახელმძღვანელო
გამოიყენა 2 წყარო
ყველა რესურსი ამოწურა
ვერ ხედავს კავშირს თემასა და წყაროს შორის
ხედავს, მაგრამ უჭირს წყაროდან ამოწერა
ყველაფერს ართმევს თავს
არ შეუძლია
კლასის წინაშე ვერ წარადგენს
ლოგიკურად დაალაგებს აზრს, გააკეთბს დასკვნას, კარგად წარმოადგენს
მენეჯმენტი, რესურსები
სახელმძღვანელო, კალამი, ფურცელი, კომპიუტერი, მასწავლებელი, მოსწავლეები